
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ქვესადგურ „წყალტუბო 500“-ის მშენებლობის დასრულების ღონისძიებას დაესწრო.
პროექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„წყალტუბო 500“ მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მისაღწევად. პროექტი განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით, რომლის საერთო ღირებულებამ 20 მილიონი დოლარი შეადგინა.
აღნიშნული ქვესადგური არა მხოლოდ გააძლიერებს მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელს და დააკავშირებს ახალ ჰესებს ენერგოსისტემასთან, ასევე გაზრდის საქართველოს ელექტრო-ენერგიის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს.