საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შოთა ბერეკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 14 May 2025
შოთა ბერეკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში.


„ვისაუბრეთ ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. აქცენტი ძირითადად გაკეთდა ეკონომიკურ კავშირებზე. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის საკითხს. შევთანხმდით, რომ ჩავატარებთ ბიზნეს ფორუმს, რომელზეც როგორც ქართულ, ისე სომხურ კომპანიებს მოვიწვევთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.