
ქართული საპარლამენტო დელეგაციის იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, შოთა ხაბარელი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს იასუჰირო იამაშიტას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი ქართველი და იაპონელი სპორტსმენების ერთობლივ პროექტებს და იმ მხარდაჭერას შეეხო, რომელიც იაპონიას საქართველოსადმი ტრადიციულად აქვს.
„იაპონიის მხრიდან ყოველთვის იყო მხარდაჭერა ქართველი სპორტსმენების მიმართ და შეხვედრაზეც ამის შესახებ ვისაუბრეთ. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მხარს გვიჭერს, რომ ქართველი და იაპონელი სპორტსმენების ერთობლივი წვრთნები დაიგეგმოს“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.