
საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ ტონგ ოპს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-კორეას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის აქტიური დინამიკის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ინტენსიურად ვითარდება, რასაც დელეგაციების ორმხრივი ოფიციალური და საქმიანი ვიზიტებიც მოწმობს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალი წლის თებერვალში საქართველოში კორეის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, რაც არსებულ ორმხრივ თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.