
საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში კიმ ტონგ ოპს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის საპარლამენტო კავშირების გაღრმავების თაობაზე.
კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებული ასევე დაინტერესდა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და სამთავრობო ცვლილებებით, რაზეც შესაბამისი ინფორმაცია მიიღო.
„შეხვედრაზე ძირითადად იმ ერთობლივ ღონისძიებებზე ვისაუბრეთ, რომელიც 2024 წელს გვაქვს დაგეგმილი. მნიშვნელოვანია, რომ წელს ასევე დაგეგმილია კორეის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა შეხვედრის შემდეგ.