საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სოზარ სუბარი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 21 დეკემბერი 2023
სოზარ სუბარი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გატარებულ რეფორმებზე და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.


საუბარი ასევე შეეხო ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. დეპუტატმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


​„ახალგაზრდებს აინტერესებდათ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირის წევრობა. რამდენად თავსებადია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დღეს საქართველო ევროკავშირთან. ასევე ვისაუბრეთ თუ რა გზა გავიარეთ სტატუსის მიღებამდე, რატომ ვამბობთ, რომ ეს ჩვენთვის მშობლიურ სახლში დაბრუნებაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.