
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა. ასევე იმსჯელეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
ელჩმა ახალგაზრდული ფორუმის შექმნის ინიციატივა გამოთქვა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული საუკუნოვანი ურთიერთობების ფარგლებში ახალგაზრდობას ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
შეხვედრის დასასრულს, აშოტ სმბატიანმა „ხალხის ძალის“ პოლიტიკური ჯგუფი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტში მიიწვია.