საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ რურუა აირჩიეს

მედია და საზოგადოება 04 Mar 2025
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ რურუა აირჩიეს

პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასარჩევად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ რურუას კანდიდატურა წარადგინა.


კომიტეტის წევრებმა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ რურუას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.


კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ და კომიტეტის წევრებმა ზურაბ რურუას საპარლამენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.