საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სპორტისა და დიასპორის კომიტეტების წევრებმა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

მედია და საზოგადოება 24 Oct 2025
სპორტისა და დიასპორის კომიტეტების წევრებმა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

სპორტისა და დიასპორის კომიტეტების წევრებმა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში სპორტული ობიექტები დაათვალიერეს.

პარლამენტის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

კომიტეტების წევრები ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათ სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის შესახებ ესაუბრნენ.

პარლამენტის წევრებთან ერთად ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ: ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი გოჩა ენუქიძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.