საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ვოლსკი აირჩიეს

პლენარული სხდომები 13 დეკემბერი 2024
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ვოლსკი აირჩიეს

საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.


მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.


საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გიორგი ვოლსკის კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.