საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 12 დეკემბერი 2025
ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირებას საქართველოს პარლამენტში გადიან.

შეხვედრის მთავარი თემა განათლების ახალი რეფორმა იყო. ვლადიმერ ბოჟაძემ ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

„ახალგაზრდებს გავაცანით კონცეფცია, რას გეგმავს სახელმწიფო ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით. მათი მოსაზრებები და შეკითხვები მოვისმინეთ. გაზაფხულზე მორიგი შეხვედრა დაიგეგმა, რათა რეფორმის მიმდინარეობა შევაჯამოთ და ყველა იდეა, რომელიც სტუდენტებს ექნებათ, მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომდე“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.