საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ვლადიმერ ბოჟაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 25 Apr 2025
ვლადიმერ ბოჟაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები დეპუტატთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და საგარეო პოლიტიკით დაინტერესდნენ.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებს.


„შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ სტუდენტები დაინტერესებული არიან როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკით. სასიხარულოა, რომ ძალიან განათლებული, კვალიფიციური და მომზადებული ახალგაზრდობა გვყავს, რაც დღევანდელ შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ