
პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
ახალგაზრდები დაინტერესდნენ პარლამენტის სტრუქტურითა და საქმიანობით, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით, ასევე ქვეყანაში არსებული მდგომარეობით და პოლიტიკური ვითარებით, ჯანმრთელობის სფეროში გატარებული რეფორმებით და სხვა.
შეხვედრაში, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, 70-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.