საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზაზა ლომინაძე და ვლადიმერ კახაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 14 ოქტომბერი 2024
ზაზა ლომინაძე და ვლადიმერ კახაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ექსპერტთა ჯგუფის მიზანია შეაფასოს ქვეყნის მზადყოფნა - შეინარჩუნოს ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ტერიტორიის სტატუსი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს. 2013 წლიდან მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


სახელმწიფოს მიერ ხორციელდება მალარიის სამკურნალო პრეპარატების შეძენა, რომელიც გამოიყენება შემოტანილ შემთხვევათა სამკურნალოდ. ზაზა ლომინაძის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია მალარიისგან თავისუფალი სტატუსის შენარჩუნება, რომლის მიღწევაც შესაძლო გახდა ფართომასშტაბიანი, მულტისექტორული ანტიმალარიული ღონისძიებების განხორციელების შედეგად.


​მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მალარიის ადგილობრივი შემთხვევები აღარ დარეგისტრირებულა.