საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზაზა ლომინაძე ქუთაისის მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2024
ზაზა ლომინაძე ქუთაისის მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ქუთაისის მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიას, ქართულ პარლამენტარიზმს და ქვეყნის ევროპულ გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.


კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა წიგნიერების და განათლების მნიშვნელობაზე.


​შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს. ახალგაზრდებმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.