
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთს. ასევე, საქართველოში იმყოფებოდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელთანაც თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განვიხილეთ. სომხეთის ელჩთან დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ შეხვედრების გაგრძელებას წარმოადგენდა, სადაც ურთიერთობების გაღრმავებაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.