საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 ნოემბერი 2023
ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.


ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობით და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში, რის შესახებაც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.


შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაში განსაკუთრებით გამოკვეთილია პარლამენტის როლი.


„ახალგაზრდებთან შეხვედრა საინტერესო იყო. უნდა ითქვას, რომ ჩვენს მომავალ თაობას სწორი ხედვა აქვს მოვლენებისადმი და ეს მათ შეფასებებშიც გამოიხატა, რომ საქართველოს სწორი ორიენტაცია აქვს აღებული ევროპისკენ და ის რეფორმები, რაც ხორციელდება სოციალურ სფეროსა და ჯანდაცვაში, მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.