საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 02 აგვისტო 2024
ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.


ზაზა ლომინაძემ შეხვედრაზე ახალგაზრდებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და პარლამენტის საქმიანობა გააცნო.


ასევე ესაუბრა აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან კომიტეტის თანამშრომლობაზე.


„პარლამენტში ვაგრძელებთ სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ტრადიციულ შეხვედრებს. ახალგაზრდები დაინტერესებული არიან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ყოველდღიური საქმიანობით, ასევე პარლამენტის წევრების პოზიციით ამა თუ იმ საკითხთან და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.


​კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.