საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება განიხილა

მედია და საზოგადოება 21 ნოემბერი 2025
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება განიხილა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
 
კანონპროექტით, კოდექსს ემატება ახალი მუხლი - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი“.
 
მომხსენებელის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აკაკი ალადაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას აგზავნის საჩივარში მითითებულ მისამართზე, ხოლო ასლს მის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთავს.
 
მისივე თქმით, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირები უარს განაცხადებენ გზავნილის ჩაბარებაზე, საფოსტო გზავნილის მიმტანი პირი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილი პირი საფოსტო გზავნილზე/საჯარიმო ქვითარზე სათანადო აღნიშვნას გააკეთებს და ეს ჩაბარებად ჩაითვლება.
 
კანონპროექტით, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
 
კანონპროექტის მომზადების მიზეზებზე საუბრისას, აკაკი ალდაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი ორგანოები ახორციელებენ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარვევებზე რეაგირებასა და კოდექსით განსაზღვრული სანქციების შეფარდებას.
 
ამასთან, სამართალდამრღვევი ხშირად ასაჩივრებს ამ სანქციას ადმინისტრაციულ ორგანოში და არის შემთხვევები, როდესაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არ აკმაყოფილებს საჩივარს და ძალაში ტოვებს სანქციას.
 
მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ფიზიკურად ვერ ხერხდება გადაწყვეტილების ჩაბარება და შესაბამისად, სანქცია აღუსრულებელი რჩება. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R