საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი დადებითად შეაფასა

მედია და საზოგადოება 19 Nov 2025
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი დადებითად შეაფასა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი” განიხილა.

მომხსენებლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, 2021 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში, საქართველომ 285 რეკომენდაცია მიიღო, საიდანაც 257 რეკომენდაციის შესრულებას მხარი დაუჭირა. ამასთანავე, საქართველო ადგილზევე არ დაეთანხმა რუსეთის ფედერაციის, ვენესუელას, ნიკარაგუის და სირიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერის გამო.

როგორც ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, დოკუმენტში წარმოდგენილია ინფორმაცია, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისების მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის: ქალისა და მამაკაცის თანასწორობის; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვის; ბავშვთა და შეზღუდული შესაძლელობების მქონე პირთა უფლებების; სამართლიანი სასამართლოს უფლების; პენიტენციურ სისტემაში რეფორმების; ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის; რელიგიის, გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლების; უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების; ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და დასაქმების; ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე.

მისივე თქმით, დოკუმენტში ხაზგასმულია საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი დოკუმენტების თაობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

„ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია, მზარდი მილიტარიზაცია, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სივრცეებში აღნიშნული რეგიონების ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და ამის შედეგად ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები. საოკუპაციო ძალის მიერ ხდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, როგორიცაა: სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება და არასათანადო მოპყრობა, ადამიანების უკანონო დაკავება, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, ცხოვრების, საკუთრებისა და გადაადგილების თავისუფლების ხელყოფა, ჯანდაცვის უფლების შეზღუდვა და სხვა.
ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის პრაქტიკის ნაწილში, ანგარიშში აღნიშნულია ბოლო პერიოდში საქართველოს ორი უდანაშაულო მოქალაქის - თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობის ფაქტები. ცალკე ყურადღება ეთმობა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონო დაკავებების სისტემატურობასა და არაჰუმანურ მიდგომებს“, - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ და ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, რაც ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების შესახებ მიღებულ განჩინებებში.

„ამავე კონტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და იყენებს ყველას შესაძლო დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ სხვა ბერკეტს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ოკუპაციის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დაცვა“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადებითად შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ წარდგენილი ანგარიშის პროექტი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R