საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

მედია და საზოგადოება 13 მაისი 2025
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილა.


როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნებულია, რაც ჯამში - 9.3 %-ია. მისი თქმით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო საშუალო ინფლაცია 1.7 პროცენტის დონეზეა და კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.


როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 618.6 მლნ აშშ დოლარია, აქედან ექსპორტია 1 401.2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 4 217.4 მლნ აშშ დოლარი. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 172.3 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 1.3 პროცენტით მეტია.


მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 959.0 ათას შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 2.2 პროცენტით მეტია.


ჯამში კი, 2025 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 826.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2025 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი იყო 6 406 300.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულ იქნა 6 541 162.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%-ია.


მისივე თქმით, გადასახადების მიმართულებით მობილიზებულია 6 077 323.3 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 102.0%, ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა 622 959.2 ათასი ლარი შეადგინა, გრანტების სახით მობილიზებულ იქნა 61 051.5 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 111.0%, ხოლო სხვა შემოსავლებში მობილიზებულ იქნა 402 788.0 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 102.7%.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 102.1%- ით არის შესრულებული, მათ შორის: გადასახადები - 5,428,476.5 ლარი, გრანტები - 59,447.9 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლები - 212,467.9 ლარი.


რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, საანგარიშო პერიოდში საკასო შესრულება დაგეგმილი მაჩვენებლის 94.3%-ია, ხოლო წლიური გეგმის დაახლოებით 23%-ია, რაც მომხსენებლის თქმით, პირველი კვარტლისთვის საკმაოდ მაღალი შესრულების მაჩვენებელია.


როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 190 მილიონ ლარზე მეტი აითვისა, რაც 23.3%-ია წლიურ გეგმასთან, ხოლო 93.3% -ია კვარტალური გეგმასთან მიმართებაში.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სურსათის უვნებლობის კუთხით ათვისება შეადგენს 100.8%-ს, მევენახეობა - მეღვინეობის განვითარების კუთხით - დაახლოებით 98%-ს, კვლევითი საქმიანობის კუთხით - 100% -ს, ერთიანი აგრო-პროექტის ნაწილში -92%-ს, ხოლო მელიორაციის ნაწილში - 87%-ს.


საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობა გრძელდება.


მისივე თქმით, წელსაც რამდენიმე ახალი პროექტის დაფინანსება უკვე მოხდა და წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია ახალი ხელშეკრულებების გაფორმება.


​„რაც შეეხება უშუალოდ სოფლის მეურნეობას, აქ ორი ძირითადი მიმართულებაა. ერთი მერძევეობის დარგის მხარდაჭერაა, სადაც თითქმის მთლიანად განაწილებულია დონორის რესურსი და ახლა უკვე თვითონ შემსრულებელზეა დამოკიდებული როდის აითვისებენ ამ თანხას. ასევე, მოლაპარაკება მიდის თანხის დამატებით გამოყოფაზე, რაზეც წლის მეორე ნახევარში შევთანხმდებით. მეორე მიმართულება არის მელიორაცია, სადაც დაფინანსების მოცულობა განსაზღვრულია. ჯამში, დაახლოებით, 250 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტებზეა საუბარი, რაზეც გასულ წელს შევთანხმდით, საიდანაც ნახევარი არის სესხი და ამ სესხების ათვისების შესაძლებლობა უკვე გვაქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R