საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 14 მარტი 2025
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა და კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
 
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
 
ცვლილება ეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის კანონით განსაზღვრული ვადის გადაწევას. მისი ინფორმაციით, მოქმედი კანონის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 1 მარტამდე უნდა დაესრულებინა.
 
„მიუხედავად იმისა, რომ ინვენტარიზაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა, დღეისათვის ინვენტარიზაცია განხორციელებულია დაახლოებით 6 000 ჰა-ზე, მაშინ, როდესაც ქარსაფარი ზოლების მთლიანი ფართობი შეადგენს 17 938.15 ჰექტარს. ინვენტარიზაცია ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით ვერ განხორციელდა დადგენილ ვადაში. დამატებით კიდევ გვჭირდება დრო ამ პროცესის დასასრულებლად. ამდენად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის დასრულების ვადად განისაზღვროს 2027 წლის პირველი იანვარი, ნაცვლად 2025 წლის 1 მარტისა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
 
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ქარსაფარი ზოლის მნიშვნელობა განუსაზღვრელია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, როგორც ინვენტარიზაციის პროცესის დროული დასრულებისთვის, ასევე ქარსაფარი ზოლის განაშენიანების დაჩქარებისთვის.
 
„თავის დროზე, სწორედ ჩვენი კომიტეტის ინიციატივით შემუშავდა მოქმედი კანონი „ქარსაფარი ზოლის შესახებ“. ამ ინიციატივით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ვინაიდან, გასულ წლებში, განუკითხაობის პერიოდში, ფაქტობრივად განადგურდა ქარსაფარი ზოლები და მივიღეთ სავალალო მდგომარეობა. სამწუხაროდ, დღესაც, ერთწლიანი ნარგავების გადაწვის შედეგად, ბევრგან განადგურდა ქარსაფარი ზოლი“, - განაცხადა გელა სამხარაულმა და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო გაითვალისწინებს კომიტეტის თხოვნას და იქ, სადაც უკვე ჩაატარეს აღწერა, პარალელურად დაიწყებენ ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების პროცესს.
 
პარლამენტი კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავს. კომიტეტმა ასევე განიხილა „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილის“ რატიფიცირების საკითხი და მხარი დაუჭირა.
 
კომიტეტის სხდომაზე საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R