საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 14 Apr 2025
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტს ზოგადი პრინციპების დონეზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარუდგინა.


მოქმედ კანონში ცვლილებების მიზანია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებისა და სტიპენდიატებისთვის კანონით განსაზღვრული ანაზღაურების გაზრდა, ამასთანავე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისთვის კანონით წევრ-კორესპონდენტების არჩევის შესაძლებლობის მიცემა.


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეცნიერულ საზოგადოებაზე შესაბამისი ზრუნვა და უზრუნველყოფა განვახორციელოთ. კანონმდებლობით განსაზღვრული სახელფასო მინიმალური ოდენობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. ამასთანავე, განსხვავებულია ეროვნული აკადემიის აკადემიკოსისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის მინიმალური ოდენობა სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსის სახელფასო მინიმალურ ოდენობასთან. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მინიმალური ოდენობის არა მხოლოდ გაზრდის, არამედ გათანაბრების შესახებ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის ინიციატორთა წინადადებაა, რომ როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსებისთვის სახელფასო უზრუნველყოფა მინიმუმ 2000 ლარით განისაზღვროს, ხოლო ორივე აკადემიის სტიპენდიატებისა და წევრ-კორესპონდენტებისთვის, აღნიშნული თანხა, ნაცვლად დღეს არსებული 1000 და 900 ლარისა, 1250 ლარით განისაზღვროს.


როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, კონსულტაციების შედეგად ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კანონით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასაც მიეცემა უფლება იმ კვოტით, რომელიც კანონმდებლობითაა დადგენილი, აირჩიოს წევრ - კორესპონდენტები.


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია, მნიშვნელოვანია აკადემიკოსების, აკადემიის წევრ-კორესპონდენტების და სტიპენდიატების კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურების კორექტირება.


„მნიშვნელოვანი ინიციატივაა, ქვეყანაში ღვაწლმოსილი მეცნიერები მეტად უნდა იყვნენ დაფასებული და ეს მისაბაძი უნდა იყოს მომავალი თაობებისათვის, ვინც უნდა გააგრძელოს მათი გზა. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ ბოლო წლებში განხორციელდა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯამურად 46%-ით გაზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, ასევე გაიზარდა სსიპ-ის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სახელფასო პოლიტიკის ერთიანი მიდგომის მიღმა არ დარჩეს აკადემიური სექტორი, ის ადამიანები, ვინც წლებია ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, მეცნიერების განვითარებას, რის გარეშე ეკონომიკური წინსვლაც არ გვექნება“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.


კანონპროექტი 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R