საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 28 Mar 2025
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე იმსჯელა, კერძოდ, „2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე“.


საკითხი კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.


მისი ინფორმაციით, სასესხო შეთანხმება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით 2020 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.

პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილია 17 მლნ 740 ათასი ევრო. მისი ხანგრძლივობა 23 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდით 14 წელი. სესხის დახურვის თარიღად განსაზღვრული იყო 2025 წლის 30 ივნისი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროექტის მიზანია წყალმომარაგების რეაბილიტაცია თელავში, კომპანიის საქმიანობის, ტექნიკური შესაძლებლობებისა და მოწყობილობების გაუმჯობესება და სხვა აქტივობა. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მეშვეობით.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქტივობების შეუფერხებლად წარმართვისათვის დამატებითი დრო ესაჭიროება, კერძოდ, სასესხო შეთანხმების ვადის კიდევ ორი წლით გადავადება, რის თაობაზეც სასესხო შეთანხმებაში მიმდინარე წლის 28 თებერვალს ცვლილება შევიდა.


ამგვარად, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღად 2025 წლის 30 ივნისის ნაცვლად 2027 წლის 30 ივნისი და პროექტის დასრულების თარიღად 2024 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2026 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R