საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალექსანდრე ტაბატაძე: კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიებაა, შესაბამისი სამსახურები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ტერორიზმთან ეფექტიან ბრძოლას აგრძელებენ

მედია და საზოგადოება 20 თებერვალი 2025
ალექსანდრე ტაბატაძე: კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიებაა, შესაბამისი სამსახურები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ტერორიზმთან ეფექტიან ბრძოლას აგრძელებენ

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დღეს თბილისსა და რეგიონის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიებაა, რომლის შედეგადაც საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან სავარაუდო კავშირში მყოფი ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს და მათი საცხოვრებელი ადგილებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. მათ შორის, ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიება სწორედ შესაბამისი მუხლით გრძელდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ.


კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.


ალექსანდრე ტაბატაძის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი უმაღლეს დონეზე, რათა მოახდინოს მსგავსი ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის აქტიურ წევრად და ქვეყნის შესაბამისი სამსახურები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აგრძელებენ საერთაშორისო ტერორიზმთან ეფექტიან ბრძოლას. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშებში წლიდან წლამდე საქართველო დადებითად არის მოხსენიებული და კვლავაც რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.


გამოძიება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R