ალექსანდრე ტაბატაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
მედია და საზოგადოება 19 მაისი 2025

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთში, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ალექსანდრე ტაბატაძემ დიპლომატს კომიტეტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და საპარლამენტო და საზედამხედველო კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა.
ორი ქვეყნის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თანამშრომლობის გამყარების მიზნით, შეხვედრაზე ორმხრივი სამუშაო ვიზიტების გამართვის შესახებ იმსჯელეს.
