ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ავსტრიის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი ალადაშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ავსტრიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„ავსტრიის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ. მსგავსი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს მეტად გააძლიერებს“, - განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აკაკი ალადაშვილმა.
მისივე თქმით, სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები ავსტრიის დედაქალაქ ვენას საპასუხო ვიზიტით ეწვევიან.
ავსტრიის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან შეხვედრას მეგობრობის ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი, სოზარ სუბარი, დავით მათიკაშვილი და გიორგი გუგუჩია დაესწრნენ.
