საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია: „ქართული დიასპორა ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფო აქტიურად ცდილობს ჩვენი დიასპორის შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს ეკონომიკურად გაძლიერების და განვითარების საქმეში“

მედია და საზოგადოება 23 Dec 2023
ბექა ოდიშარია: „ქართული დიასპორა ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფო აქტიურად ცდილობს ჩვენი დიასპორის შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს ეკონომიკურად გაძლიერების და განვითარების საქმეში“

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა: ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ და ფრიდონ ინჯიამ, ირლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ირლანდიაში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა ცნობილ სპორტსმენს და მწვრთნელს, ზაურ ანთიას, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ლელა შურუპოვას და ქართული სოციალური პლატფორმის ხელმძღვანელს, თამარ ბერიშვილს.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ევროპის ქართული დიასპორები, მათ შორის ირლანდიის ქართული დიასპორა დგას.

ისაუბრეს დიასპორის როლზე, არა მარტო უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციის, არამედ ქვეყნის აღმშენებლობაში დიასპორული პოტენციალის გამოყენების მიმართულებით.

„უკანასკნელ პერიოდში, სახელმწიფოს პოლიტიკა დიასპორის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ადრე არსებობდა სამწუხარო ნარატივი, რომ დიასპორა არის მხოლოდ დიდი გამოწვევა და ხალხის, ადამიანური რესურსის გადინება. ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს, სახელმწიფო დიასპორას უყურებს არა მხოლოდ როგორც გამოწვევას, არამედ, როგორც უდიდესი პოტენციალის მქონე შესაძლებლობას, რომელსაც აქვს უნარი საკუთარი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის მკვეთრად გაძლიერებასა და განვითარებაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ დიასპორის წარმომადგენლები დიასპორის დიდ ეკონომიკურ ფორუმზე მოიწვია, რომელიც მომავალი წლის მაისში, თბილისში იგეგმება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი და საელჩოს წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R