ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი შეხვედრებს განაგრძობენ
მედია და საზოგადოება 05 ნოემბერი 2021

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი,ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ფლანდრიის პარლამენტის კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს ელიზაბეტ მელმანს და ბელგიის სენატორ კარინ ბროუვერსს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოსა და ფლანდრიას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და კომიტეტების აქტიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ასევე ვიმსჯელეთ მედიაკომუნიკაციის საკითხებზე და კულტურული დიპლომატიის უდიდეს მნიშვნელობაზე", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
