საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორის კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია და თანამდევი ორგანული კანონების პროექტები განიხილა

მედია და საზოგადოება 21 Nov 2025
დიასპორის კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია და თანამდევი ორგანული კანონების პროექტები განიხილა

დიასპორის კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია და თანამდევი ორგანული კანონების პროექტები განიხილა. საკითხი კომიტეტის წევრებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქცია 2011 წელს მიიღეს, რომელშიც დაახლოებით 100-მდე ცვლილება განხორციელდა. შესაბამისად, გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებს.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილებებით დაიხვეწება შესაბამისი ნორმები, დაზუსტდება რიგი პროცედურები და განხორციელდება ერთგვაროვანი ნორმების სისტემატიზაცია.

დავით მათიკაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესს შეეხება. კერძოდ, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები რამდენიმე ფაქტორს ემყარება. მისი თქმით, არჩევანის გაკეთების დროს საჭიროა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი და არსებული რეალობის გათვალისწინება, რასაც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე მოკლებულია. მეორე ფაქტორი კი შეეხება მოქალაქის ნების დაცვას უცხოური გავლენისგან.

„სხვადასხვა იურისდიქციის პირობებში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულწილად ექვემდებარებიან იმ მოცემულობას რაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის. ამიტომაც, მათთვის იქ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, გარე ზეწოლის გარეშე ხშირად ვერ ხდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


მისივე თქმით, ცვლილებების საფუძველს არსებული საერთაშორისო პრაქტიკაც ამყარებს.

როგორც დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების მიზანია გამოასწოროს უსამართლო პრინციპი, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა, ნაწილს კი - არა, ზოგიერთ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო. ასევე ცვლილებების მიზანია, მოხდეს უცხოური გავლენის პრევენცია.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, ოპოზიციის წრეებში გავრცელებული შეხედულება, რომ ხელისუფლება დიასპორის წარმომადგენლებზე არ ზრუნავს, სიცრუეა. მისივე თქმით, დიასპორასთან მჭიდრო კავშირის დასტურად, ხელისუფლება აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, რომლის მიზანია კულტურული იდენტობის შენარჩუნება და განათლების ხელშეწყობა.

„ხელისუფლება აქტიურად ზრუნავს დიასპორის წარმომადგენლებზე და მუდმივად გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R