საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 ოქტომბერი 2021
დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მილუშე ჰორსკას და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე გაამახვილეს.

 

საუბარი პანდემიის გლობალურ პრობლემატიკასაც შეეხო.

 

„ჩეხეთის სენატის წარმომადგენლებთან, მათ შორის, სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, შევეხეთ ასევე ჯანდაცვის საკითხებს და ვისაუბრეთ ძირითადად სოციალურ პოლიტიკაზე. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და შევჯერდით საერთო აზრზე, რომ სოციალურ პოლიტიკას სჭირდება ახლებური ხედვა - სჯობს ის იყოს სისტემური, ვიდრე სიმპტომური დამოკიდებულების და ის, რომ სოციალური მიმართულებების გაჯანსაღება მხოლოდ დახმარებებით შეუძლებელია და აუცილებელია ხელი შეეწყოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, შესაბამისად, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა დასაქმების კუთხით გაუმჯობესდეს. დახმარების პროგრამები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მიზნობრივი, უფრო მეტად ეფექტური უნდა იყოს. შევთანხმდით, ასევე, ჩვენს სტუმრობაზე ჩეხეთის სენატში, რომ საკუთარი გამოცდილება სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლებს გავაცნოთ და ერთად დავგეგმოთ ხვალინდელი დღე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R