საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

მედია და საზოგადოება 27 ნოემბერი 2025
გელა სამხარაული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მაჯნუნ მამადოვს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიულ მეგობრობას.


მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.


შეხვედრისას, ორი ქვეყნის რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას გაესვა ხაზი. ისაუბრეს შუა დერეფნის გაძლიერებაზე, კასპიის ზღვის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთმანეთთან და ასევე, აზიის და ევროპის ქვეყნების დაკავშირებაზე.


მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებასა და ფერმერების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე.


„მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ძალები გავაერთიანოთ და თანაბარი ხარისხით ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელსაც სხვა დიდ ქვეყნებს და ქსელებს ერთობლივად შევთავაზებთ, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი წარმოება რაოდენობის და მიწოდების მხრივ, საკმარისი არ არის. ორი ქვეყნის გაერთიანებული ძალებით ჩვენ შევძლებთ პროდუქციის სტაბილურ მიწოდებას“, - აღნიშნა გელა სამხარაულმა.


მისი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობაში დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ორი ქვეყნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.


მხარეებმა დარგის მიმართულებით განათლების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით შერაზადიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ზაურ დარგალი.


​შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R