საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ჩაკვეტაძე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 29 Jul 2025
გიორგი ჩაკვეტაძე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორ ელჩინ ბაბაევს შეხვდა.


შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოში დაგეგმილ საუნივერსიტეტო რეფორმაზე, ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და ამ კუთხით არსებულ დამატებით შესაძლებლობებზე ისაუბრა.


რექტორმა ელჩინ ბაბაევმა გიორგი ჩაკვეტაძეს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და კავშირების გაძლიერებისთვის მზაობა დაუდასტურა.


შეხვედრაზე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დიპლომების ურთიერთაღიარებისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან მემორანდუმების გაფორმების საკითხებზე გამახვილდა.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის პარალელურად, საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაა აუცილებელი როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო და კვლევით სფეროებში.


ამ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების ვადები დაისახა.


​ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აზერბაიჯანის უძველესი და უმსხვილესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 16 ფაკულტეტს, 26 ათასამდე სტუდენტსა და აკადემიური სფეროს 3 ათასამდე წარმომადგენელს აერთიანებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R