საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ჩაკვეტაძემ „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის“ გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 24 Jul 2025
გიორგი ჩაკვეტაძემ „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის“ გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ბათუმში, „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის“ გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


​სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, რეგიონებში ახალგაზრდებისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე.


ფორუმის მიზანს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს.


​ფორუმის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბაიძემ და საჯარო უწყებებიდან ახალგაზრდული სფეროს წარმომადგენლებმა.


​ფორუმის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ახალგაზრდული პოლიტიკა და რეგიონული გამოწვევები; არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ახალგაზრდულ სფეროში; თვითმმართველი ორგანიზაციების გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას. ფორუმი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამის, „ახალგაზრდების ინტელექტუალური, კულტურული და კარიერული განვითარების მხარდაჭერის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან და თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით იმართება.


​ღონისძიება „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის” ეგიდით ტარდება, რომელიც 2018 წელს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველწლიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R