გიორგი გაბუნია დმანისის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში ფილმის „ერის საგანძური“ წარდგენას დაესწრო
მედია და საზოგადოება 13 ნოემბერი 2025

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია დმანისის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში ფილმის „ერის საგანძური“ წარდგენას დაესწრო. ფილმი საპატიო დმანისელის, ჯუმბერ კოპალიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნებოდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებისა და ახალგაზრდებისთვის ღირსეული მაგალითების წარდგენის საქმეში.
დმანისის თეატრში ფილმის წარდგენა პროექტის „თუმანიშვილი 100“ ფარგლებში შედგა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
