საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი კახიანმა ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებზე ისაუბრა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 05 Feb 2019
გიორგი კახიანმა ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებზე ისაუბრა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რასაც პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ნოვაცია და ის პროცედურა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის სახით, ეს არის სწორედ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული და აქვე აღნიშნა, რომ ის სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას წარმოადგენს.

„მაშინ, როდესაც ჩვენ რეგლამენტზე ვმუშაობდით, პარლამენტის თავმჯდომარემ დააყენა ეს ინიციატივა და პირველად ხდება საპარლამენტო ისტორიაში, როდესაც ჩვენ ასეთ პროცედურას გავდივართ და ვისმენთ პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას“.

მომხსენებლის თქმით, ახალი რეგლამენტის მიღებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რასაც წინ უსწრებდა კონსტიტუციური ცვლილებები.

მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებით მოხდა, საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლების გაძლიერება, ეს ტენდენცია აისახა პარლამენტის რეგლამენტშიც. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე.

გიორგი კახიანის განცხადებით, სრულიად ახალი პროცედურაა მინისტრის საათი, რომლის მსგავსიც აქამდე არ არსებობდა პარლამენტის ცხოვრებაში. 

„როდესაც ჩვენ მიმდინარე კვირას წინ გველის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგენა პარლამენტის წინაშე, როდესაც იგი ისაუბრებს განათლების სფეროში არსებულ რეფორმებზე, ასევე ჩვენ გველის მიმდინარე კვირას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა, უკვე მინისტრის საათის ფარგლებში, ესეც არის სრულიად ახალი პროცედურა. ესეც რეგლამენტის სიახლეა, როდესაც მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და ისაუბრებს სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე მის სფეროში და თქვენ იცით, რომ ბიუროს სხდომაზე მთელი წლის განმავლობაში გაიწერა მინისტრების გამოსვლებთან დაკავშირებული განრიგი“.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა უმცირესობის მხრიდან გამოთქმულ განცხადებებს, თითქოს რეგლამენტის მიღების პროცესში მათი ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი, რომელიც რეგლამენტის მიღებას წინ უძღვოდა, იყო ხანგრძლივი, უპრეცედენტოდ ღია და ფაქტობრივად ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, ამ პროცესში მონაწილეობა მიეღო. პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, უმცირესობის წარმომადგენლებიც. და ის, რომ მათი დაყენებული ყველა მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული, იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი არ იყო გახსნილი და ამ პროცესში არ იყვნენ ჩართული მხარეები“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომიტეტის თვამჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს შეახსენა, ის სიახლეები, რაც ყოველდღიურ საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის როლის გაზრდის მიზნით განხორციელდა. პირველ რიგში მან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წესზე ისაუბრა, რომელიც არის გამარტივებული და ამ პროცესში ოპოზიციას შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი, ანუ ოპოზიციას თავად შეუძლია შექმნას საგამოძიებო კომისია. ასევე ახალი რეგლამენტით ახლა ოპოზიციის ხელშია კომიტეტის სხდომებზე მინისტრების მოწვევის უფლება.

„გარდა ამისა გამარტივდა დებატების დანიშვნის წესი, მაშინ, როდესაც დებატების დანიშვნა ხდებოდა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე, ახლა არანაკლებ ერთ მეხუთედს აქვს ამის შესაძლებლობა და ესეც ოპოზიციის ხელში არსებული ბერკეტია. ასევე შეგახსენებთ ინტერპელაციის მექანიზმს, როდესაც ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა მინისტრს შესაბამისი კითხვით მიმართოს და ეს კითხვები დაუსვას უშუალოდ პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, პრემიერი წარდგება პარლამენტის წინაშე და ოპოზიციას ეძლევა შესაძლებლობა კითხვები დაუსვას პრემიერს.

„და თუნდაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან არაერთი კითხვა იყო დასმული მათი მხრიდან, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ არსებობდა“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მან თავისი გამოსვლის დასასრულს, სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტმა ახალი რეგლამენტით შემოთავაზებული სიახლეების სწორად რეალიზების პრაქტიკის დანერგვა შეძლოს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
20 Oct 2025

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

მსგავსი

დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა
19 Sep 2025

დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის, დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა
02 Jul 2025

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის, დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
30 Jun 2025

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა
25 Jun 2025

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R