საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ვოლსკი ორგანიზაცია „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის“ წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 18 Nov 2025
გიორგი ვოლსკი ორგანიზაცია „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის“ წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ორგანიზაცია „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის“ წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.


საუბარი ასევე შეეხო საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიო მასშტაბით ამჟამად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.


გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, რთული გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნის ამოცანებზე, სტაბილურობისა და განვითარების პროცესის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ქვეყნის მოსაზღვრე სახელმწიფოების სამეზობლო პოლიტიკასა და მათთან საქართველოს ურთიერთობაზე, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომზე და უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებებზე.


გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების მნიშვნელობას და ახალგაზრდების როლს ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების პროცესში.


შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვები საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს შეეხებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R