საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 25 სექტემბერი 2024
გიორგი ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.


მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტზე გვაქვს ხელი მოწერილი. ღრმავდება ეკონომიკური თანამშრომლობაც და პოლიტიკური ურთიერთობებიც იმ დონეზეა ასული, როდესაც სომხეთმა თავისი პოზიცია გაეროშიც შეცვალა და იმ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელიც დევნილების დაბრუნებას ეხება. რეზოლუცია ჰუმანიტარულია, მაგრამ მასში დიდი პოლიტიკური არსი დევს, აქედან გამომდინარე, ის ვექტორი, რომელიც ჩვენ ურთიერთობებს ახასიათებს, კიდევ უფრო ძლიერდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.


როგორც მან აღნიშნა, თანამშრომლობა და ურთიერთობა ვითარდება და ღრმავდება კულტურისა და განათლების სფეროებშიც, ასევე ახალგაზრდებს შორის.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რთულ ვითარებაში სამეზობლოში სტაბილურობის შენარჩუნებას, რომელიც დღეს განაპირობებს კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, თუმცა რეალურად მშვიდობა არის მთავარი, რომლის მიღწევაც რეგიონის მოსახლეობას სურს და მთელი ძალისხმევა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R