გუნდური მუშაობა
სასწავლო ცენტრი 04 ივნისი 2024

4 ივნისს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - გუნდური მუშაობა. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგი, სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერი ზურაბ მხეიძე.
მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგის პროცესში. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ორგანიზაციაში გუნდის ჩამოყალიბების მთავარი არსი, გუნდური პასუხისმგებლობა: ფუნქციებისა და როლების გადანაწილება, გუნდის ლიდერის მახასიათებლები, მართვის სტილი და გამოწვევები გუნდში.
დღის ბოლოს ზურაბ მხეიძემ მონაწილეებთან ერთად შეაჯამა ტრენინგი და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები განიხილა.
