გურამ მაჭარაშვილი: კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის სესიაზე სათითაოდ ეყრება კენჭი

დღეს კომიტეტის წევრებმა ორ კანდიდატს - ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინეს.
ბიძინა სტურუას მოსამართლედ მუშაობის 9-წლიანი, ხოლო ლაშა ქოჩიაშვილს -13-წლიანი გამოცდილება აქვს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“, პარლამენტის უფრაქციო წევრების, ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების - ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „დემოკრატიის ინდექსის“ წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში კომიტეტი 8 კანდიდატს გაესაუბრა.
ხვალ, 10 ივლისს, კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გიორგი შავლიაშვილს მოუსმენს.
2021 წლის 25 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი წარუდგინა.
პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.
