ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
სასწავლო ცენტრი 05 ივნისი 2024

2024 წლის 4 ივნისს, სასწავლო ცენტრმა გამართა ტრენინგი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის თემაზე: "ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით". ტრენინგს უძღვებოდა ეკა აბაშიშვილი, PhD, სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი და შიდა ტრენერი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:
- ხელოვნური ინტელექტის ზოგადი შესაძლებლობები.
- ხელოვნური ინტელექტის სამი ცნობილი პლატფორმა: ChatGPT, Copilot და Gemini.
- ChatGPT-ის გამოყენება ოფიციალური მეილების, კვლევების და სხვა ტექსტების შექმნისთვის.
- Copilot და Gemini-ის გამოყენება ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის მიმართულებებისთვის.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გადაცემას, რომლებიც დაეხმარებათ ინფორმაციის ეფექტურად მართვაში და ანალიზში, თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით.
