ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
სასწავლო ცენტრი 06 ივნისი 2024

2024 წლის 6 ივნისს, სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით". ტრენინგს უძღვებოდა ეკა აბაშიშვილი, სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი და შიდა ტრენერი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს: ხელოვნური ინტელექტის ზოგადი შესაძლებლობები, ხელოვნური ინტელექტის სამი ცნობილი პლატფორმა: ChatGPT, Copilot და Gemini.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გადაცემას, რომლებიც დაეხმარებათ ინფორმაციის ეფექტურად მართვაში და ანალიზში.
