საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე აქცენტი გავაკეთე რეკომენდაციების იმ მუხლზე, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდას ეხება

მედია და საზოგადოება 26 იანვარი 2023
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე აქცენტი გავაკეთე რეკომენდაციების იმ მუხლზე, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდას ეხება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.


​შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას და 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას.


„ელჩთან შეხვედრისას, აქცენტი გავაკეთე რეკომენდაციების მეორე მუხლზე, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდას ეხება და გავაცანი ამ მიმართულებით კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაო. დეტალურად ვისაუბრეთ ზედამხედველობის კუთხით გაზრდილი უფლებამოსილებების თაობაზე, რომელიც უკვე მიღებული და ამოქმედებულია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


​შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ახლო მომავალში, რა როლი უნდა შეასრულოს პარლამენტმა და კონკრეტულად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით.


​„ელჩის შეფასებით, საქართველოს ნამდვილად აქვს ყველა წინაპირობა ამ მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R