საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ქადაგიშვილი: საპარლამენტო კონტროლის კუთხით, პარლამენტს საკმაოდ მძლავრი და თანამედროვე ბერკეტები გააჩნია

მედია და საზოგადოება 20 Sep 2022
ირაკლი ქადაგიშვილი: საპარლამენტო კონტროლის კუთხით, პარლამენტს საკმაოდ მძლავრი და თანამედროვე ბერკეტები გააჩნია

„ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიერ ჩატარდა ნორმატიული აქტების კვლევა. შესწავლილი იქნა, თუ რა მდგომარეობაშია იმ მექანიზმების გამოყენება და პრაქტიკა, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დისკუსიის და კონსენსუსის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივის სახით, კომიტეტის მიერ უკვე დაინიცირდა.


კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.


მისი თქმით, ანგარიშვალდებულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრების მოსვლის სიხშირე გაიზრდება, რაც ინტერპელაციის მექანიზმში აისახება.


არსებული ოთხი ინტერპელაციის ნაცვლად, ყოველ თვეს, პარლამენტის პლენარული სხდომების მიმდინარეობისას, ჩატარდება ინტერპელაცია და პარლამენტს საშუალება ექნება პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს და სხვა თანამდებობის პირებს კითხვებით მიმართოს.


აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დეპუტატის შეკითხვასთან დაკავშირებით, რამდენიმე ცვლილება განხორციელდება.


კერძოდ, 15 დღიანი ვადა 10 სამუშაო დღემდე შემცირდება, რა დროსაც თანამდებობის პირი ვალდებულია უპასუხოს დეპუტატის შეკითხვას და თუ ამ ვადაში არ ესწრება პასუხის გაცემა, მას არგუმენტირებული წერილით ვადის 10 დღის გაგრძელების მოთხოვნა შეეძლება.


ამასთანავე, კომიტეტი ვალდებულებას იღებს პროაქტიული მონიტორინგი აწარმოოს და ყოველ სამ თვეში შეისწავლოს, თუ რა ვითარება იქნება დეპუტატის შეკითხვასთან დაკავშირებით.


ცვლილებები სამთავრობო პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით მინისტრების ანგარიშის წარდგენასაც შეეხება.


კერძოდ, ანგარიშის პარლამენტში წარდგენამდე, მინისტრი ხუთი დღით ადრე, დეპუტატებს ანგარიშს წერილობით მიაწვდის. პროცედურული ცვლილებები თემატური მოკვლევის საკითხებმაც განიცადა და კონკრეტულად გაიწერა თემატური მოკვლევის ვადა და გაადვილდა მოკვლევის წამოწყების პირობებიც.


„სამუშაო ჯგუფის მუშაობისას კარგად წარმოჩინდა თუ რამდენი მაკონტროლებელი მექანიზმი აქვს პარლამენტს. 72 საპარლამენტო სამუშაო პლენარული დღეა პარლამენტში და ამ დღეების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანო 28 გარე ანგარიშს და 30 შიდა ანგარიშს ისმენს. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო კონტროლის კუთხით პარლამენტს საკმაოდ მძლავრი და თანამედროვე საპარლამენტო ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ბერკეტები გააჩნია და სამუშაო პროცესში ჩვენ დავინახეთ თუ რა მექანიზმები საჭიროებდნენ შემდგომ დახვეწას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


მისივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში უმრავლესობის წევრებთან ერთად მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R