საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 აპრილი 2021
ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი ახალი რეალობა და ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ საქმეებს შეეხება.

„უკრაინის ელჩთან საუბარი გვქონდა იმ ახალ რეალობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შეიქმნა, როცა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერი დეპუტატები შემოვიდნენ. სტუმარს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფების შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. ბატონ ელჩს მივაწოდე ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილება. როგორც უკრაინის ელჩმა აღნიშნა, მისთვის სასიამოვნო იყო ბატონ არჩილ თალაკვაძესთან თანამშრომლობა და ასევე, სასიამოვნო და პროდუქტიული იქნება საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან თანამშრომლობა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაზე საუბრისას, უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისთვის, რომ ევროკავშირის მედიაციით შექმნილი დოკუმენტი შესრულდეს და პირობები, რომელიც ამ დოკუმენტშია მოცემული, აღსრულებული იყოს, რადგან ეს არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის გაკეთებული.  

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შევეხეთ ორმხრივ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ეს ურთიერთობები იყო, არის და იქნება ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციული“, - აღნიშნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R