საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიწის ნაკვეთების სპორადული რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 15 Dec 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიწის ნაკვეთების სპორადული რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტით, 2026 წლის 1 იანვრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს სპორადულ რეგისტრაციას და 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასა და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტებს 2027 წლის 1 იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება, აღიარონ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება, გასცენ ცნობა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, დაადგინონ მიწის ნაკვეთის იდენტურობა და სხვა. 

კანონპროექტით, საკუთრების უფლების აღიარება და იდენტურობის დადგენა განხორციელდება იმ წესით, რაც დადგენილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალებისთვის.


​ამ მიზნით, კანონპროექტში მითითებულია კანონის კონკრეტული ნორმები, რომლებიც გავრცელდება ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

ცვლილების თანახმად, კანონში ცვლილების ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება და სააგენტოში წარდგენილი განცხადების განხილვა დასრულდება აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე დადგენილი წესით.

პროექტით, მიწის ნაკვეთების სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2025 წლის 3 დეკემბრამდე მოქმედი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას.


კანონპროექტის ავტორია იუსტიციის სამინისტრო,  ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R