საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და მართვის უფლების შეჩერების საკითხებს ეხება

მედია და საზოგადოება 16 Dec 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და მართვის უფლების შეჩერების საკითხებს ეხება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების საკითხებს ეხება.


კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევათა კოდექსის 1152, 116-ე და 123-ე მუხლებიდან ამოღებული იქნება ის ნორმები, რომლებიც აღნიშნული სამართალდარღვევების ჩამდენ პირებს შესაძლებლობას აძლევს, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მიმართონ შესაბამის საქმის განმხილველ ორგანოს.

1152-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას, 116-ე მუხლი - სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვასა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებულ სხვა, ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ხოლო 123-ე მუხლი - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებას ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა, იგი მაინც მიიჩნევა სახდელდადებულად.

ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება უნდა აღსრულდეს 2026 წლის 1 თებერვლამდე.

გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.

45-ე მუხლი ეხება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას, 451-ე მუხლი - მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას, მოხმარებას ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, ხოლო 1152-ე მუხლი - სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პირი შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართავს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა. მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა 2026 წლის 1 იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ მომზადდა.

მისივე თქმით, არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ამჟამად 35 445 მართვის მოწმობაა შეჩერებული.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და აკაკი ალადაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R