საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა ოქროჯანაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის წევრებს შეხვდა

აპარატი 27 Aug 2025
კახა ოქროჯანაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი და აპარატის უფროსის მოადგილე დავით ნოზაძე საქართველოში სტუმრად მყოფ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ.


შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს და უნგრეთის პარლამენტის აპარატებს შორის არსებული თანმშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.


კახა ოქროჯანაშვილი უნგრეთის პარლამენტის აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხით და ამ მიმართულებით უნგრული მხარის გამოცდილებით დაინტერესდა.


კახა ოქროჯანაშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის წევრებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმიანობის სპეციფიკა, მისი სტრუქტურა და ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. მათ შორის, საუბარი შეეხო საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პარლამენტის საქმიანობის გაცნობას შეეხება.


უნგრელმა სტუმრებმა პარლამენტის აპარატის უფროსს უნგრელი კოლეგის მოკითხვა გადასცეს.


აღნიშნულთან დაკავშირებით კახა ოქროჯანაშვილმა მადლიერება გამოთქვა და უნგრეთის სენატის აპარატის უფროსი საქართველოში მოიწვია.


საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსსა და პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R