საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს

მედია და საზოგადოება 02 Dec 2025
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს

სპორტის, კულტურის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 9 თვის ანალიზის გათვალისწინებით გადაიხედა როგორც რეალური ეკონომიკური ზრდის, ასევე სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები. გარდა ამისა, გადაიხედა ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ასევე ხარჯვითი ნაწილიც, სადაც გამოვლინდა რიგი პროგრამებისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფის აუცილებლობა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები განახლდა, რომლის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ის ნაცვლად, 7.2%-ით განისაზღვრა. განახლებული პარამეტრების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი 222,6 მლნ ლარით იზრდება და 32 133,5 მლნ ლარით განისაზღვრება.


რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 22,7 მლნ ლარით იზრდება და 27 583,5 მლნ ლარს შეადგენს.


მომხსენებლის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 27 952.9 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 11.2 მლნ ლარით არის გაზრდილი.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტების წევრებს საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 133 მლნ ლარით იზრდება და განისაზღვრება 8 953,0 მლნ ლარით.


248,3 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები და განისაზღვრება 1 056,4 მლნ ლარის ოდენობით.


ცვლილებების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს დამატებით 110 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 45,5 მილიონი ლარი გამოეყოფათ.


საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდაა ასევე გათვალისწინებული სპორტის სამინისტროს მიმართულებითაც, რომლის ბიუჯეტიც 32 მილიონი ლარით იზრდება და შეადგენს 330, 4 მლნ ლარს.


გიორგი კაკაურიძემ გაზრდილი საბიუჯეტო თანხებით დასაფინანსებელ პროგრამებსა და პროექტებზეც ისაუბრა და დეტალურად განმარტა თუ რომელ მიმართულებებს მოხმარდება აღნიშნული ფინანსური რესურსი.

მისივე თქმით, სამინისტროებს შორის გარკვეული უფლებამოსილების გადაადგილების შედეგად გამოთავისუფლებული თანხების და რიგი პროექტების შესრულებისას დაზოგილი თანხების შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება მცირდება. საბიუჯეტო დაფინანსება შეუმცირდება ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებსაც. წლის განმავლობაში წარმოქმნილი ეკონომიის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს 20 მილიონით მცირდება საქართველოს პარლამენტის და 9 მილიონი ლარით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება.

კომიტეტების წევრებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დადებითად შეაფასეს და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R