საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

მედია და საზოგადოება 12 Sep 2022
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს, გუნარ შელენბერგერსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს პეტერ ფიშერს შეხვდა.


ირაკლი მეზურნიშვილმა სტუმრებს კულტურის კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.


შეხვედრაზე გერმანულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.


გამოითქვა იდეა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნება გერმანული მხარე. შეხვედრაზე სტუმრებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც აქტიურ ფაზაში გადავიდა.


„ვისაუბრეთ შესაძლო თანამშრომლობის ფორმატებზე. აქცენტი გავაკეთეთ ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფზე, რომელიც ეხება კულტურული ძეგლების და, ზოგადად, ციხესიმაგრეების აღდგენის იდეასა და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტი ამ კუთხით დაინტერესდა, რადგან აქვს გამოცდილება ანალოგიურ სფეროში და მოხარულია, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტად ეს მიმართულება მიგვაჩნია. დავსახეთ გეგმა, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ ვიზიტი გერმანიაში. მანამდე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. გერმანიის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან გერმანიას უკვე გავლილი აქვს ეს გზა და ჩვენ ახლა უნდა გავიაროთ. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ ის ციხესიმაგრეები, რაც გვაქვს და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად დავტვირთოთ ისინი ინვესტიციებით, რათა მოხდეს მათი იერსახის შენარჩუნება და ასევე სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმის განვითარება და საქართველოს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია. დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული გეგმით დასრულდა, მათ შორის სამუშაო ჯგუფის შექნით, სამუშაო პროცესში გადასვლით. გერმანული მხარე იმედოვნებს, რომ წარმატებული თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურის კომიტეტის პირველმა მოადგილემ.


​ შეხვედრის ბოლოს, ირაკლი მეზურნიშვილმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა მისი დოკუმენტური ფილმი „მეოთხედი საუკუნე", რომელიც საქართველო-გერმანიის მეგობრობის ისტორიასა და თანამშრომლობას ასახავს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R